georgisch (Original)

englisch (Übersetzung)

deutsch (eigene Übersetzung ohne Gewähr)

საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

მიღებულია 13 ოქტომბერი 2017
 

Constitution Act of Georgia
to Amend the Constitution of Georgia

Octobre 13, 2017
 

Verfassungsgesetz von Georgien
zur Änderung der Verfassung von Georgien

genehmigt am 13. Oktober 2017
 

in Kraft treten von Teilen des Gesetzes am 19. Oktober 2017
der Artikel 1 (mit der Verfassung) ist in Kraft getreten am 16. Dezember 2018)

geändert durch
.Verfassungsgesetz (Nr. 2071) vom 23. März 2018
(faktisch vollständige Neufassung)

 

 

in Kraft treten von Teilen des Gesetzes am 19. Oktober 2017
der Artikel 1 (mit der Verfassung) ist in Kraft getreten am 16. Dezember 2018)

geändert durch
.Verfassungsgesetz (Nr. 2071) vom 23. März 2018
(faktisch vollständige Neufassung)
 

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუცია (საქართველოს პარლამენტის უწყებები , 1995, №№31-33, მუხ . 668) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

"საქართველოს კონსტიტუცია

..."

Durch Artikel 1 des Gesetzes vom 23. März 2018 erhielt der Artikel 1 mit Wirkung von der Vereidigung des Präsidenten, der bei der nächsten Wahl gewählt wird, folgende Fassung:
"მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუცია (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"საქართველოს კონსტიტუცია

..."

 

.

 

Artikel 1. (nicht in Kraft getreten) Die Verfassung von Georgien (Parlament von Georgien, 1995 Nr. 31-33, Art. 668) erhält folgende Fassung:

"Verfassung von Georgien

..."

Durch Artikel 1 des Gesetzes vom 23. März 2018 erhielt der Artikel 1 mit Wirkung von der Vereidigung des Präsidenten, der bei der nächsten Wahl gewählt wird, folgende Fassung:
"Artikel 1. Die Verfassung von Georgien (Parlament von Georgien, 1995 Nr. 31-33, Art. 668) erhält folgende Fassung:

"Verfassung von Georgien

..."

 

მუხლი 2. 1. ორგანული კანონის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს კანონებს:
ა) „სახელმწიფო ენის შესახებ“;
ბ) „ნორმატიული აქტების შესახებ“;
გ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“.

2. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდება არანაკლებ ექვსი პარლამენტის წევრი. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

3. 2024 წლის 31 დეკემბრამდე პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ განწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3 წლის ვადით. განსაზღვრული ვადით განწესებულ მოსამართლეზე მოსამართლის უვადოდ განწესების დათქმა გავრცელდეს ორგანული კანონით დადგენილი წესით მისი უვადოდ განწესების შემთხვევაში.

4. ამ კანონით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში შეტანილი ცვლილებები არ იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების დასაშვებობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას, მაგრამ იწვევს საჭიროების შემთხვევაში მათი დასაშვებობის ნორმატიული საფუძვლების ცვლილებას კონსტიტუციის მეორე თავში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს იმ სათაურისგან განსხვავებული სათაურით, რომელიც განისაზღვრება ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი შესაბამისი კონსტიტუციური დებულებით.

6. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება. საპენსიო და სადაზღვევო შენატანები რეგულირდება კანონით და ისინი არ წარმოადგენს გადასახადებსა და მოსაკრებლებს.

7. ამ კანონის ამოქმედების დროისთვის განწესებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში და თავმჯდომარეობს მას მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, დარჩენილი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

8. ამ კანონის ამოქმედებისთანავე გენერალური პროკურორის უფლებამოსილებას იძენს ამ კანონის ამოქმედების დროისთვის განწესებული მთავარი პროკურორი დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

9. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით.

10. საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 6 წლის ვადით.

 

.

 

Artikel 2. 1. (bereits am 19. Oktober 2017 in Kraft getreten)  Folgende Gesetze Georgiens haben den Status eines Organgesetzes:
a) "über die Staatssprache".
b) "über die Gesetzgebung".
c) "über den staatlichen Prüfungsdienst".

2. (bereits am 19. Oktober 2017 in Kraft getreten) ...

3. (bereits am 19. Oktober 2017 in Kraft getreten) ...

4. (bereits am 19. Oktober 2017 in Kraft getreten)  Änderungen des Kapitels II. der Verfassung Georgiens führen nicht dazu, dass die dem Verfassungsgericht von Georgien vorgelegten Entscheidungen über Meinungsverschiedenheiten über die Auslegung der Verfassung gegenstandslos werden, sondern können, falls erforderlich, für unzulässig erklärt werden.

7. (bereits am 19. Oktober 2017 in Kraft getreten)  ...

8. (bereits am 19. Oktober 2017 in Kraft getreten)  Nach dem Inkrafttreten dieses Gesetzes bleibt die laufende Amtszeit des  amtierende Generalstaatsanwalt unberührt.

9. (am 16. Dezember 2018  in Kraft getreten) Das Parlament, das bei den nächsten Wahl gewählt wird, besteht aus, in allgemeinen, freien, gleichen und direkten Wahlen für eine Amtszeit von 4 Jahren gewählten Abgeordneten, wovon 77 Abgeordnete durch das Verhältniswahlsystem und 73 Abgeordnete durch eine direkte Mehrheitswahl in Einerwahlkreisen gewählt werden. Von den Parlamentsabgeordneten, die bei den nächsten Parlamentswahlen gewählt werden, können sich mindestens sechs zu einer parlamentarischen Fraktion vereinigen. Abgeordnete einer politischen Partei bei der nächsten Parlamentswahl gewählt werden, haben das Recht, mehr als eine Fraktion zu bilden.

10. (bereits am 19. Oktober 2017 in Kraft getreten)  Bei den nächsten Präsidentenwahlen wird der Präsident Georgiens für sechs Jahre gewählt.

მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი–მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი–მე-9 პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 

.

 

Artikel 3. 1. Dieses Gesetz tritt, mit Ausnahme des Artikels 1 dieses Gesetzes und des Artikels 2 Abs. 9, mit seiner Veröffentlichung in Kraft.

2. Artikel 1 und Artikel 2 Abs. 9 dieses Gesetzes treten erst bei der Vereidigung des bei den nächsten Wahlen gewählten Präsidenten Georgiens in Kraft.

 

საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

13 ოქტომბერი 2017 წ.

N1324-რს

 

  Der Präsident Georgiens
Giorgi Margwelaschwili

Kutaissi,

13. Oktober 2017

Nr. 1324-RS

 

Quellen:
Regierung Georgiens

 

Quellen:
Wikisource

 

Quellen:
(eigene Übersetzung)
 

 


© webmaster@verfassungen.net
10. Oktober 2018 - 11. Februar 2019

Home           Zurück         Top